среда, 30 апреля 2014 г.

დღე მეშვიდე.
დღეს, როგორც ყოველთვის საინტერესო და დატვირთული დღე იყო. ვისწავლეთ ბლოგზე პრეზენტაციის და ვიდეოს ატვირთვა. ვნახეთ პრეზენტაცია გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის და სწავლის სტილის შესახებ.შევქმენით მოსწავლეთა თვითშეფასების ფორმა პროექტზე მუშაობის დროს. ძალიამ მომეწონა პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეებისთვის სკაფოლდინგის საშუალებები( კითხვარი, ანკეტები და სხვა. ). ვისწავლეთ კითხვარის შექმნა და დრაივზე ატვირთვა. ყველა აქ ნასწავლი აქტივობა ძალიან გამომდგება.დიდი მადლობა ყველას.
მოსწავლის ნიმუში

суббота, 26 апреля 2014 г.

დღე მეხუთე. 
კიდევ ერთი საინტერსო დღე. დღე დავიწყეთ პრეზენტაციების ჩვენებით. შემდეგ დავაკომენტარეთ ერთმანეთის პრეზენტაციები. ვისწავლე დრაივზე ატვირთვა.ერთმანეთის ნამუშევრის კომენტირება.ვისწავლეთ საავტორო უფლებების გამოყენება და დაცვა. გავეცანი ძალიან კარგ პრეზენტაციას საავტორო უფლებების შესახებ. სევქმენით ციტირებული დოკუმენტი გამოყენებული ლიტერატურის ჩვენებით, შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუში.

среда, 16 апреля 2014 г.

დღე მეოთხე.
საინტერსო და დატვირთული დღე.დღეს ვისწავლეთ შეფასების მიზნები და სტარატეგიები. გავეცანით შეფასების 5 მიზანს. შეფასების დროის ჩარჩოში ავსახეთ შეფასებები და აქტივობები ხუთივე მიზნისთვის.  მერე შევქმენით პორტფოლიოს პრეზენტაცია.(PP). დრო ძალიან სწრაფად გავიდა. დღევანდელი დღით ძალიან კმაყოფილი ვარ, ვგრძნობ, რომ შევძლებ პროექტის დაგეგმვას და მის სათანადოდ გაფორმებას.

четверг, 10 апреля 2014 г.



დღე მესამე. 10.04.2014წ.
საინტერესო და ნაყოფიერი სამუშაო დღე გვქონდა.დღე დავიწყე კოლეგა-მსმენელის ბლოგის კომენტარით. გადავამოწმე ჩემს მიერ გამოყენებული სტანდარტები და დავაკვირდი, რამდენად შეესაბამებოდა ისინი ბლუმის განახლებულ ტაქსონომიას. გავასწორე ის შეცდომები, რომლებიც მქონდა დაშვებული. შემდეგ დავწერე ჩემი პროექტის სტანდარტების შესაბამისი  ამოცანები. დღეს ვისწავლეთ პროექტზე მუშაობის დროს საჭირო კითხვების დიფერენცირება; განვასხვავეთ ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები. ძალიან მომეწონა. დავწერე პროცედურების აღმწერი რამდენიმე აქტივობა. დავალება-დავასრულოთ საკვანძო კითხვებზე მუშაობა.




воскресенье, 6 апреля 2014 г.

დღე მეორე

ძალიან საინტერესო დღე იყო.
ტრენინგი დაიწყო ერთმანეთის პროექტების გაცნობით. ბევრი საინტერეო იდეა გამოითქვა. შემდეგ დავაკომენტარეთ კოლეგების ბლოგები და გადავედით ძირითად თემაზე: პროექტის გეგმაზე მუშაობა.   საკითხზე მუშაობის დროს დამჭირდა უკვე ნასწავლი მასალის გახსენება, მაგ. სურათების ჩასმა, საქაღალდეში შენახვა, საჭირო რესურსებში შენახვა და სხვ. ძალიან საინტერეს სამუშაო იყო ბუკლეტის შექმნა. 

среда, 2 апреля 2014 г.

2014წლის 2 აპრილი. ინტელის ძირითადი კურსი-პროექტებით სწავლება.  
დღე პირველი...
ამ ტრენინგს დიდი ხანია ველოდი. კოლეგებისგან ვიცოდი, რომ ბევრ საინტერსო რესურს გავეცნობოდი, ბევრ რამეს ვისწავლიდი და აი ეს დღეც დადგა, ორთაჭალაში ვარ 65-ე სკოლაში. 
პირველი დღეა და, რა თქმა უნდა, პირველი აქტივობა ურთიერთგაცნობა იყო. შემდეგ სამუშაო პროცესი დაიწყო. გავეცანით ინტელის კურსის მიზნებს და მისაღწევ შედეგებს. გავაკეთეთ პორტფოლიოს კომპონენტების ჩამონათვალი; ასევე  გავეცანით რესურსებს, რომლებიც დაგვეხმარება პროექტით სწავლების ორგანიზებაში. განვიხილეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი. გავიგეთ რა არის პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი და პორტფოლიოს ჩეკლისტი. ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა არის და როგორი უნდა იყოს  სასწავლო პროექტი.