დღე მესამე. 10.04.2014წ.
საინტერესო და ნაყოფიერი სამუშაო დღე გვქონდა.დღე დავიწყე კოლეგა-მსმენელის ბლოგის კომენტარით. გადავამოწმე ჩემს მიერ გამოყენებული სტანდარტები და დავაკვირდი, რამდენად შეესაბამებოდა ისინი ბლუმის განახლებულ ტაქსონომიას. გავასწორე ის შეცდომები, რომლებიც მქონდა დაშვებული. შემდეგ დავწერე ჩემი პროექტის სტანდარტების შესაბამისი ამოცანები. დღეს ვისწავლეთ პროექტზე მუშაობის დროს საჭირო კითხვების დიფერენცირება; განვასხვავეთ ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები. ძალიან მომეწონა. დავწერე პროცედურების აღმწერი რამდენიმე აქტივობა. დავალება-დავასრულოთ საკვანძო კითხვებზე მუშაობა.

Комментариев нет:
Отправить комментарий