среда, 2 апреля 2014 г.

2014წლის 2 აპრილი. ინტელის ძირითადი კურსი-პროექტებით სწავლება.  
დღე პირველი...
ამ ტრენინგს დიდი ხანია ველოდი. კოლეგებისგან ვიცოდი, რომ ბევრ საინტერსო რესურს გავეცნობოდი, ბევრ რამეს ვისწავლიდი და აი ეს დღეც დადგა, ორთაჭალაში ვარ 65-ე სკოლაში. 
პირველი დღეა და, რა თქმა უნდა, პირველი აქტივობა ურთიერთგაცნობა იყო. შემდეგ სამუშაო პროცესი დაიწყო. გავეცანით ინტელის კურსის მიზნებს და მისაღწევ შედეგებს. გავაკეთეთ პორტფოლიოს კომპონენტების ჩამონათვალი; ასევე  გავეცანით რესურსებს, რომლებიც დაგვეხმარება პროექტით სწავლების ორგანიზებაში. განვიხილეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი. გავიგეთ რა არის პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი და პორტფოლიოს ჩეკლისტი. ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა არის და როგორი უნდა იყოს  სასწავლო პროექტი.

Комментариев нет:

Отправить комментарий